fbpx
სტილისხვადასხვა

მშვენიერი ცხოვრება: ექვსი მდიდრული აუზი ათენში

მაღალი ტემპერატურა რუჯის მიღების დიდი სტიმულია. მათთვის, ვისაც გადატვირთულ გზაზე მოძრაობა და სასურველი პლაჟის შესარჩევად დროის დაკარგვა არ სურს, არსებობს მეორე ალტერნატივა: საუკეთესო აუზები ათენის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ასე, რომ მოამზადეთ თქვენ საცურაო კოსტიუმი, დარჩით ქალაქში და ისიამოვნეთ აუზების კრისტალურად სუფთა წყლით.

Fresh Hotel

ეს ადგილი გადატვირთული ქალაქის ოაზისია. თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავმა შესანიშნავ ადგილას, პართენონის ხედით. სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე. ფასი: 20 ევრო თითოეულ ადამიანზე 16:00 საათამდე, ხოლო 16:00 საათის შემდეგ 15 ევრო.

მისამართი: ათენი, სოფოკლეუს 26

St. George Lycabettus Boutique Hotel

აკროპოლის არაჩვეულებრივი ხედები და ლიკავიტოს მთა. სამუშაო საათები: 09:00 საათიდან 22:00 საათამდე. ცურვა შეგიძლიათ 20:00 საათამდე. ფასი: კვირის დღეებში თითო ადამიანზე 25 ევრო, ხოლო 2 ადამიანზე 40 ევრო. რაც შეეხება შაბათ-კვირას, თითოეულ ადამიანზე 30 ევრო, ხოლო ორი ადამიანისთვის შესვლა 50 ევრო დაგიჯდებათ. 12 წლამდე ბავშვებისათვის ფასები განახევრებულია.

მისამართი: ათენი, კლეომენუს 2

Divani Caravel



ეს სასტუმრო ქალაქის მდიდრულ და თანამედროვე ცხოვრების სტილს აერთიანებს ათენის ისტორიულ ცენტრში. აქ არის ტერასა, აუზი და ულამაზესი ხედები. შეგიძლიათ გაგრილდეთ ცხელ დღეებში  და მიირთვათ კოქტეილი. სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. ფასი: ერთ ადამიანზე 30 ევრო კვირის დღეებში, ხოლო შაბათ-კვირას 40 ევრო. ფასში შედის როგორც აუზის, ასევე საუნისა და სპორტდარბაზის გამოყენებაც.

მისამართი: ვასილეოს ალექსანდრუს, ათენი

Semiramis

არქიტეაქტორების წინაშე იდგა ამოცანა, გაეერთიანებინათ მდიდრული ინოვაციური სასტუმრო და ფერადი, ორიგინალური ფორმის აუზი ერთ მთლიანობაში. ეს ყველაფერი ტროპიკული მაიამის სტილშია და იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში იმყოფება. სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. ფასი: 25 ევრო ერთ ადამიანზე კვირის დღეებში, ხოლო შაბათ-კვირას 35 ევრო.

მისამართი: კიფისია, ტრიკუპი 48

Βalux Cafe by the pool

დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში მცხოვრები ადამიანებისა და ტურისტებისათვის ეს აუზი განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ფასი: 8 ევრო ერთ ადამიანზე კვირის დღეებში, ხოლო შაბათ-კვირას 12 ევრო.

მისამართი: გლიფადა, პოდეიდონოს გამზირი N58

Hilton Athens

ათენის ყველაზე დიდი სასტუმროს აუზი აუცილებლად დაგავიწყებთ პრობლემებსა და ყოველდღიურობას. აუზი ღია ცის ქვეშ მასპინძლობს როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს. აქ გაგაოცებთ კოქტეილების მრავალფეროვება და გემო. სამუშაო საათები: მაისში 09:00 საათიდან 20:00 საათამდე, ივნისიდან 08:00 საათიდან 21:00 საათამდე. ფასი: 25 ევრო ერთ ადამიანზე კვირის დღეებში, ხოლო შაბათ-კვირას 45 ევრო.

მისამართი: ათენი, ვასილისის სოფიას 46

onalem

ტესტ