fbpx
კრიმინალი

მორიგი ინციდენტი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე: დაკავებულია 41 წლის მამაკაცი

41 წლის მამაკაცი საბერძნეთის ტერიტორიაზე თურქეთიდან მოხვდა, დაკავებისას ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

კერძოდ, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 41 წლის თურქი (ქურთული წარმოშობის) მამაკაცი თურქეთის საბაჟოდან საბერძნეთის ტერიტორიისკენ მირბოდა. თურქი მესაზღვრეები მის შეჩერებას ცდილობდნენ, თუმცა, ის არ ემორჩილებოდა, რის შედეგადაც თურქებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა დაიწყეს.

მამაკაცი სროლამაც ვერ შეაჩერა და საბერძნეთის მხარეს მოხვდა, სწორედ იქ დააკავეს ის ბერძენმა სამხედროებმა.

მისი ქმედებების ზუსტი მიზეზები უცნობია. ცხადია, მის პასპორტში ვიზა ჩარტყმული არ იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, თავდაპირველად საკანში არ გადაუყვანიათ.

onalem

ტესტ