fbpx
კრიმინალი

“პარიკი შეიძინა თავდასხმამდე 10 დღით ადრე” – მჟავით თავდამსხმელი ქალის კომპიუტერიდან პოლიციამ დეტალები მოიძია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, იოანა პაპასპირუს, რომელსაც მჟავით თავდასხმის შედეგად სახის 93%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული, მე-7 ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ახალგაზრდა ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია და წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს, რეაბილიტაციამდე.

ირკვევა, რომ მას გვერდიდან არ შორდება დედა და მთელი ოჯახი და იოანაც, ცდილობს, რომ მაქსიმალურად მოიკრიბოს ძალები, რომ წარმოუდგენელ სტრესს გაუმკლავდეს.

გარდა ამისა, პოლიციის ცნობით, მათ გახსნეს ბრალდებული 35 წლის ქალის კომპიუტერი და მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია დანაშაულის გარემოებების შესახებ, რომელიც პასუხს სცემს შემდეგ კითხვებს:

  1. ვინ არის ის პიროვნება ან რომელია ის დაწესებულება, საიდანაც მან მჟავის მოპოვება შეძლო.
  2. ჰყავს თუ არა მას თანამზრახველი, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა ბრალდებული და ამის ფონზე მჟავა გადასცა.

პაპასპირუს ადვოკატი, აპოსტოლოს ლიტრასი აცხადებს, რომ ეს დეტალები დაუყოვნებლივ უნდა გახდეს მისთვის ცნობილი.

თუმცა, პოლიცია ამ ეტაპისთვის საჯაროდ მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 35 წლის ეფიმ, რომელიც ამჟამად თივას ციხეში იმყოფება, პარიკი შეიძინა დაახლოებით 6-9 მაისს ანუ დანაშაულის ჩადენამდე 10 დღით ადრე.

გამოძიება გრძელდება და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველი.

onalem

ტესტ