fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

მორიგი ძლიერი მიწისძვრა ლესვოსზე

საბერძნეთის კუნძულ ლესვოსზე მიწისძვრები გრძელდება. 17 ივნისს, საღამოს, კიდევ ერთი, 5,2 ბალი სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ათენის გეოდინამიკური ცენტრის წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულის სამხრეთით 31 კილომეტრში მდებარეობდა, მისი სიღრმე კი 10 კილომეტრია.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს მომხდარ ყველაზე ძლიერ მიწისძრას დიდი ზარალი მოჰყვა. სოფელ ვრისში მდებარე სახლები სრულიად განადგურდა.

პროფესორმა და სეისმოლოგმა აკის ცელენტიმ მაშინ თქვა, რომ აღნიშნული მიწისძვრა ბოლო არ იყო და უახლოეს მომავალში ისევ იქნებოდა ბიძგები, რომლების ძალაც დაახლოებით 5 ბალს შეადგენდა. მისი პროგნოზები გამართლდა.

onalem

ტესტ