მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი საბერძნეთში

ჩრდილოეთ საბერძნეთში ტემპერატურა 15-დან 33 გრადუსამდე იმერყევებს, ცენტრალურ საბერძნეთში 17-დან 34 გრადუსამდე, ეპირუსში 20-დან 35-მდე, იონიის კუნძულებზე 22-დან 32 გრადუსამდე, დასავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში 20-დან 34 გრადუსამდე.

მაღალ ტემპერატურასთან ერთად იქროლებს ძლიერი ქარი და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე მისი ძალა 7-8 ბალს მიაღწევს.

იონიის კუნძულებზე ქარი იქროლებს ძირითადად აღმოსავლეთის მიმართულებით და მისი ძალა იქნება ბუფორტის სკალით 4-5 ბალი.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია მზიანი ამინდი, მხოლოდ მცირე მოღრუბლულობით. ასევე იქროლებს ქარი, 5-6 ბალი სიძლიერის.

ათენში ჰაერი 22-დან 31 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში კი მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ტემპერატურა იმერყევებს 22-დან 30 გრადუსამდე.

melano

ტესტ