ლესვოსი: ლტოლვილთა ბანაკში 5 წლის ბავშვმა გაუპატიურების გამო თვითმკვლელობა სცადა

AlJazeera ავრცელებს ინფორმაციას, ლესვოსზე, მორიას ლტოლვილთა ბანაკში არსებული გაუსაძლისი პირობებისა და იქ მცხოვრებთა აუტანელ ყოფასთან დაკავშირებით.

მორიას საშინელი ცხოვრების ამსახველი კადრების ფონზე, ჟურნალისტი ამბობს: “ბავშვები ავად ხდებიან, იქ არ არის სივრცე, არის მხოლოდ ერთი საზოგადო საპირფარეშო, სადაც ნახევარი საათით ადრე უნდა ჩადგე რიგში. თქვენ იარსებებდით ასეთ პირობებში?”

“ბავშვებს თვითმკვლელობის მცდელობები აქვთ, მათი მენტალური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. ჩვენ გვყავდა 5 წლის პაციენტი, რომლიც გააუპატიურეს ბანაკში” – ამბობს ლუის როლან-გოსლინი, ორგანიზაცია “ექიმები საზღვრების გარეშე”-ს წევრი.

melano

ტესტ