fbpx
საზოგადოება

ლეგენდარული ბერძნული კუნძულის მფლობელი რუსი მილიარდერი მონაკოში დააპატიმრეს

რუსი მაგნატი, დიმიტრი რიბოლოვლევი, გასულ სამშაბათს მონაკოში კორუფცის ბრალდებით დააკავეს.

რიბოლოვლევი, რომელიc მუდმივად მონაკოში ცხოვრობს და მონაკოს საფეხბურთო კლუბს ფლობს, ასევე არის მესაკუთრე ლეგენდარული ბერძნული კუნძულისა, რომელიც ერთ დროს ონასების ოჯახს ეკუთვნოდა.

რიბოლოვლევის საქმეს პროკურატურა 2017 წლიდან იძიებდა, რადგან მისი კორუფციაში ჩართულობა მალევე შეამჩნიეს.

შეგახსენებთ, რომ რუსი მილიარდელი ბერძნულ საზოგადოებაში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2013 წელს ონასის ფონდისგან შეთანხმების საფუძველზე შეიძინა კუნძული სკორპიოსი.

მისი ადვოკატი იუწყება, რომ განხილვის ქვეშაა პირადი მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელსაც, სავარაუდოდ, ბიზნესმენის წინააღმდეგე გამოიყენებენ.

მას ბრალად ედება მასშტაბურ თაღლითობაში მონაწილეობა.

 

 

onalem

ტესტ