fbpx
კატეგორიის გარეშე

გეორგიადის: ლაზოპულოსი ძალიან ვულგარულად საუბრობდა დედაჩემზე

გეორგიადის: მაგრამ, არაუშავს ვულგარული ადამიანი , ვულგარულად ლაპარაკობს.

“ΝΔ” პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ადონის გეორგიადისმა, ერთ-ერთ გადაცემაში , “Πρωινό” -ში ; მან ისაუბრა პრესპაში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, მის მეუღლეზე, მის მშობლებზე, ლაკი ლაზოპულოსზე და რადიო არვილაზე.
“მხოლოდ ერთხელ მეწყინა ლაზოპულოსის კომენტარი, რადგან დედაჩემი ახსენა. ვფიქრობ მან არ იცოდა, რომ ის ფარდაცვლილია. ის ძალიან ვულგარულად საუბრობდა მის შესახებ. მაგრამ არაუშავს, ვულგარული ადამიანი, ვულგარულად საუბრობს.
“Ράδιο Αρβύλα”-ს წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ მიზანში ვყავდი ამოღებული, არასდროს ყოფილან ვულგარულები ” , თქვა ადონის ღეორღიადისმა.
” 15 წელია რაც ჩემ მეუღლესთან ერთად ვარ. არ არსებობს ია-ვარდით მოფენილი ურთიერთობა. თუმცა, როდესაც გადაწყვეტ, რომ იცხოვრო საყვარელ ადამიანთან ერთად და აანალიზებ, რომ ის რაც გაერთიანებთ, ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, მაშინ მზად ხარ, რომ ბევრ რამეს შეეგუო და უკან დაიხიო”. ასე უპასუხა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.
ჟურნალისტის “შენიშვნაზე, რომ მან ხმის ტონს დაუწია”, მან თქვა: “ჩემი ხმა ძალიან ძლიერია,გამაღიზიანებელი და წიკვინაა. ისინი ,ვინც გამუდმებით მესაუბრებიან ამაზე ცოტა რასისტები არიან. ეს არის ჩემი ხმა.