fbpx
კატეგორიის გარეშე

“ჯერ არ ვარ მზად ოჯახის შესაქმნელად” – ნიკოს ვერტი 47 წლის გახდა

ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნიკოს ვერტი 21 აგვისტოს 47 წლის გახდა. ბოლო დროს ბერძნულ მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ მას სერიოზული ურთიერთობა აქვს და ოჯახის შექმნას აპირებს, თუმცა, ხელოვანი ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს.

მან ინტერვიუ მისცა ჟურნალ OK!-ს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ არ არის მზად ოჯახისთვის:

“გიორგოს ლიაგამ რაღაც თქვა ჩემს შესახებ და ყველამ სერიოზულად მიიღო. საერთოდ, როდესაც ამბობენ, რომ ურთიერთობაში ვარ, ყოველთვის თავისუფალი ვარ ხოლმე. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ურთიერთობებიც მქონია, მაგრამ არ მინდა, რომ გოგონა, რომელიც გვერდით მეყოლება, ჩემს სახელს იარლიყივით ატარებდეს, გარდა იმისა, რომელთანაც ოჯახს შევქმნი. მსგავსი ნაბიჯისთვის კი, ჯერ მზად არ ვარ.

მიზეზი, რის გამოც ჩემს ურთიერთობებს არ ვასაჯაროვებ, არის ის, რომ მათი დაცვა მინდა. არ ვივლი გოგონასთან ერთად საჯაროდ, სადაც ჩვენი დანახვა შეუძლია ყველას. ვისთანაც ურთიერთობა მქონია, ყველასთან ვინარჩუნებ კონტაქტს, არასოდეს დამისრულებია რაიმე ჩხუბით,” ამბობს ვერტი.

 

onalem

ტესტ