კვიპროსი: თაღლითებმა მამაკაცს დახურადვების დროს 11,000 დოლარის ნაცვლად მხოლოდ 600 მისცეს

ნიქოზიაში მცხოვრებ 36 წლის მამაკაცს არც თუ ისე სახარბიელო ამბავი გადახდა თავს. მას დოლარის ევროდ დახურდავება სთხოვეს. მამაკაცი შემოთავაზებას დათანხმდა და შედეგად, 8,800 ევროს სანაცვლოდ თაღლითებმა მას მხოლოდ 600 დოლარი მისცეს.

1 ნოემბერს, ქუჩაში მიმავალ მამაკაცს 2 უცნობი პიროვნება მიუახლოვდა და სთხოვა მას, რომ 11,000 დოლარი ევროს ექვივალენტად დაეხურდავებინა. ისიც დათანხმდა და შესაბამისი გამოანგარიშების შემდეგ 2 ახალგაზრდას 8,800 ევრო გაუწოდა. თაღლითებმა შეთავაზებული თანხა აიღეს, თავიანთი დოლარები კონვერტში ჩადეს, მამაკაცს მისცეს და წავიდნენ.

როდესაც 36 წლის მამაკაცმა კონვერტი გახსნა, იქ მხოლოდ 600 დოლარი და სხვა ქაღალდები ნახა. მან საჩივარი შეიტანა პოლიციაში. სამართალდამცავები 2 ახალგაზრდას ეძებენ, რომლებმაც, როგორც ჩანს, ანალოგიური გზით მოატყუეს კიდევ ერთი მსხვერპლი 2 ნოემბერს.

 

melano

ტესტ