fbpx
კრიმინალი

თრილერი თესალონიკში: 58 წლის მამაკაცს ორი ბიძაშვილი 8 თვის მანძილზე სახლში ჰყავდა გამომწყვდეული

ამბავი, რომელიც თესალონიკში ხდებოდა, საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს. მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დღეს საბერძნეთის პოლიციამ დააკავა. მას ორი ბიძაშვილი საკუთარ სახლში 6-დან 8 თვის მანძილზე ჰყავდა გამომწყვდეული.

ტელეკომპანია SKAI-ზე გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ორი ბიძაშვილი სერესიდან თესალონიკში ესტუმრა, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, მის ტყვეობაში აღმოჩნდა.

58 წლის მამაკაცი ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა, სახლში კი საშინელ საიდუმლოს ტოვებდა. “პატიმრებს” ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ და განძრევის საშუალებაც კი არ ეძლეოდათ.

როგორც ცნობილია, მათ საბანკო ანგარიშებზე 80, 000 ევრო ჰქონდათ. 58 წლის მამაკაცი კი ემუქრებოდა, რომ მათ მესამე დას რაიმეს დაუშავებდა და ამ გზით სძალავდა ფულს. მიდიოდა და ბანკომატიდან თანხა პერიოდულად გამოჰქონდა.

მამაკაცი დღეს, 31 მარტს, გამთენიისას დააპატიმრეს, ხოლო ტყვეობაში მყოფი ორი პირი გაათავისუფლეს.

დამნაშავე თესალონიკის პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ