კოლონაკში ცნობილი ფსიქიატრი დააპატიმრეს

ათენში ძალიან ცნობილი ფსიქიატრი კოლონაკის მდიდრულ უბანში დააპატიმრეს. პროკურატურამ მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენა. მან სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც გამოიხატება ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და რეალიზებაში.

ფსიქიატრს, რომელიც თავისი სატელევიზიო გამოსვლებითაც ცნობილია საზოგადოებაში, ასევე, ბრალად ედება ყალბი სამედიცინო სერთიფიკატის ფლობა და გამოყენება. მას უფლება ჰქონდა ჩამორთმეული და არაკანონიერად ამუშავებდა თავის კლინიკას.

ფსიქიატრი კოლონაკში, საკუთარ კლინიკაში დააპატიმრეს. მის გარდა, პოლიციამ ასევე, დააკავა ფსიქიატრის მდივანი და ორი სხვა პირი, რომელიც ექთნად მუშაობდა დაწესებულებაში.

მიმდინარეობს გამოძიება, კანონიერად ვრცელდებოდა თუ არა ქვეყანაში, ფსიქიატრის ოფისიდან ამოღებული და ჩამორთმეული ნარკოტიკული საშუალებები.

 

melano

ტესტ