fbpx
კრიმინალი

სახლებში მუშაობას იწყებდა, ძარცვავდა და შემდეგ მიდიოდა – თესალონიკის პოლიციამ დამლაგებელი დააპატიმრა

მიერ მიერ “გამომუშავებული” თანხა საკმაოდ სოლიდურია. 30 წლის ქალს, რომელმაც 1 წლის მანძილზე ოთხი სამსახური გამოიცვალა, ბრალად სწორედ იმ სახლების ძარცვა ედება, რომლებშიც მუშაობდა.

კერძოდ, როგორც მედია იუწყება, მან მოიპარა 1.200 ევრო ნაღდი ფულის სახით და ოთხივე სახლიდან აიღო სამკაულები, რომელთა საერთო რაოდენობა 13.000 ევროზე მეტია.

ის სამსახურებს ეძებდა ან დამლაგებლად ან მოხუცის მომვლელად და მას შემდეგ, რაც სახლს დააცარიელებდა, იქაურობას ტოვებდა.

დადასტურებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი ალბანელი ემიგრანტია, რომელსაც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საბუთები არ აღმოაჩნდა.

პოლიცია იუწყება, რომ ის დანაშაულებს ჩადიოდა თერმის, ტაგარადოს და რისიუს ტერიტორიებზე.

 

onalem

ტესტ