fbpx
საზოგადოება

ნიკოს ვერტი გახდა პირველი ბერძენი, რომელმაც იმ თეატრში იმღერა, სადაც ოსკარების ცერემონიალი იმართება

ნიკოს ვერტიმ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. ის გახდა პირველი ბერძენი მომღერალი, რომელმაც კონცერტი გამართა ამერიკაში, Dolby-ის თეატრში, სადაც ყოველწლიურად ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალი იმართება.

ცნობილმა ბერძენ-ჰოლანდიელმა მომღერალმა შეასრულა საუკეთესო სიმღერები საკუთარი რეპერტუარიდან: “Thelw na me niwseis”, “Fige”, “An eisai ena asteri”, “Ela kai pame” “Pes to mou ksana”, “Den paei na leei”, “Mono Gia Sena” და სხვები.

ვერტისთვის იმ სცენაზე დგომა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები ოსკარებით ჯილდოვდებიან, ძალიან ამაღელვებელი იყო. მან ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა ვიდეო და მადლობა გადაუხადა იმ 3.500 ადამიანს, რომელის მის მოსასმენად მივიდა.

მისმა მიღწევამ სიამაყით აღავსო არა მხოლოდ ამერიკაში მცხოვრები ბერძნები, არამედ ბერძნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან ის ერთადერთია, რომელიც ასეთი მასშტაბის სცენაზე დადგა.

უნდა აღინიშნოს, რომ სიმღერა, “Thelw na meniwseis”, გახდა ასევე პირველი ბერძნული სიმღერა, რომლის ნახვებმაც Youtube-ზე 100 მილიონს მიაღწია.

მისი ჩრდილოეთ ამერიკის ტური ასევე მოიცავს კონცერტებს ტორონტოში, ატლანტიკ სითიში, მონრეალსა და ჩიკაგოში.

onalem

ტესტ