fbpx
საზოგადოება

ნეოს კოსმოს: კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა აფთიაქში გონება დაკარგა

ნეოს კოსმოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქში მოხუცებულმა ქალბატონმა გონება დაკარგა. საუბარია 73 წლის ქალზე, რომელიც აფთიაქს რეგულარულად სტუმრობდა და ფარმაცევტებმა იცოდნენ მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

ირკვევა, რომ ის ამჯერად აფთიაქში საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში შევიდა და პერსონალს ოქსიმეტრი სთხოვა. ქალს ერთდოზიანი ვაქცინა 25 ნოემბერს ჰქონდა გაკეთებული, თუმცა, სავარაუდოდ, კორონავირუსით იქამდე დაინფიცირდა, ხოლო სიმპტომები ვაქცინაციის შემდეგ გამოუვლინდა.

სამწუხაროდ, ვიდრე ფარმაცევტები საჭირო მომსახურებას გაუწევდნენ, მოხუცმა თავის შეკავება ვერ შეძლო და გონება სრულიად დაკარგა. როდესაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, გადატვირთულობის გამო, ბრიგადა ადგილზე 3-4 საათში მივიდა.

onalem

ტესტ