fbpx
საბერძნეთი

ოფიციალურად საბერძნეთში! მე-3 დოზა მეორე დოზის მიღებიდან 3 თვეში

საბერძნეთის პირველადი ჯანდაცვის გენერალურმა მდივანმა, მარიოს თემისტოკლეუმ, გამოაცხადა ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 18 წელს ზემოთ ასაკის პირებმა მე-3 დოზა უნდა მიიღონ მეორედ აცრიდან 3 თვეში, ნაცვლად 6 თვისა.

ექსპერტთა საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და ყველა საერთაშორისო მონაცემი, შედეგად კი, მიიღეს დასკვნა, რომ გამომდინარე ახალი მუტაციის გადამდებიანობის ხარისხიდან, უნდა შემცირდეს შუალედი მეორე და მესამე, გამაძლიერებელ დოზას შორის.

გეგმა შემდეგია, რომ ვინც გაიკეთა მე-2 დოზა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, უკვე უნდა მიიღოს მე-3, რათა მუტაციის მიმართ იმუნიტეტი გაძლიერდეს.

თემისტოკლეუმ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ინგლისში, ეს ინტერვალი შემცირებულია და საბერძნეთმა გადაწყვეტილება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო.

onalem

ტესტ