fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ჰონგ-კონგში დაკავებული 19 წლის მოდელის მშობლები ხალხს დახმარებას სთხოვენ

ჰონგ-კონგში დაკავებული 19 წლის მოდელის ადვოკატი მისი ოჯახის სახელით საუბრობს. როგორც საკის კეხაგიოღლუმ განაცხადა, ის კლიენტს ყველანაირი მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა, გაჩნდა მთავარი პრობლემა. ადვოკატების დასაქირავებლად, რომლებიც 19 წლის ირინი მელისაროპულუს სასამართლო პროცესებზე ჰონგ-კონგში დაიცავენ, ათი ათას დოლარამდეა საჭირო.

მისი თქმით, გოგონას დედ-მამამ, რომელთაგანაც მამა პოლიციელია, ხოლო დედა მითილინში ექთნად მუშაობს, უკვე ამოწურეს თავიანთი ფინანსური შესაძლებლობები და დახმარებას ხალხს სთხოვენ. ისინი აქვეყნებენ Eurobank-ის ანგარიშის ნომერს, რომელზეც მითითებულია გოგონას დედის სახელი და მოკრძალებით ითხოვენ საზოგადოებისგან მხარდაჭერას, რადგან ამ მომენტისთვის სხვა გამოსავალი არ აქვთ.

ადვოკატი მადლობას უხდის ყველას, ვინც სატელეფონო ზარების, მესიჯების, იმეილების საშუალებით მხარდაჭერა გამოუცხადა დაკავებულ გოგონას, რომელსაც ნარკოტრეფიკინგი ედება ბრალად. ის ჰონგ-კონგში არასრულწლოვანთა ციხეში იმყოფება და რეალურად დიდი ტყუილის კიდევ ერთი მსხვერპლია.

კეხაგიოღლუ ოჯახის სახელით საზოგადოებას სთხოვს გულისხმიერება გამოიჩინონ, ვინაიდან სასამართლო პროცესებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გაიმართება, გოგონას სერიოზული იურიდიული დახმარება სჭირდება, რაც 10, 000 დოლარი ჯდება, ოჯახს კი ამის ნახევრის დაფარვაც არ შეუძლია.

onalem

ტესტ