fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია კატერინში: დედა-შვილი, რომელიც სიმსივნეს ერთად ემსხვერპლა

კატერინი შეძრა ოჯახურმა ტრაგედიამ, რომელიც ბოლო ორ თვეში დატრიალდა. დედა და მისი შვილი მკერდის სიმსივნეს ემსხვერპლნენ, რომელსაც ერთად ებრძოდნენ. 29 წლის ქალს სამი წლის შვილი დარჩა.

52 წლის ლენა პალასკა 2017 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის დაავადებას დიდხანს ებრძოდა, თუმცა, საბოლოოდ დამარცხდა და ფაქტობრივად, სიკვდილს ელოდა. მან გარდაცვალებამდე მადლობა გადაუხადა საავადმყოფო ΘΕΑΓΕΝΕΙΟ-ს  ექიმებს და ექთნებს, რადგან, როგორც ის ამბობდა, მათ ბრძოლისთვის დიდი ძალა მისცეს.

გასულ პარასკევს კი, 2017 წლის 8 დეკემბერს, ლენას ქალიშვილი, 29 წლის კონსტანტინაც გარდაიცვალა, რომელსაც მკერდის კიბოს დიაგნოზი 2016 წლის ივლისში დაუსვეს. მისი სამი წლის ბიჭი ობლად დარჩა.

კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი დედა-შვილი ერთმანეთს მხარში ედგა და უკანასკნელ წუთამდე ცდილობდნენ მხნეობა შეენარჩუნებინათ. თუმცა, საბოლოოდ ვერაგ დაავადებასთან ვერაფერს გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ პალასკას ოჯახში მსგავსი ტრაგედია ადრეც დატრიალდა. სწორედ მკერდის კიბომ იმსხვერპლა 52 წლის ლენას დედა, და და დედამთილი.

გასულ წელს მათ გადაცემაში ისაუბრეს, სადაც განმარტეს, თუ როგორ ცხოვრობენ სიმსივნესთან ერთად. ლენა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო მაშინ, როდესაც გაიგო, რომ მის ქალიშვილსაც იგივე დიაგნოზი ჰქონდა.

“როცა ეს გავიგე, უფრო მეტად მეტკინა, ვიდრე ქიმიოთერაპიისას მტკიოდა. და როცა სული გტკივა, ეს ბევრად მწარე ტკივილია, ვიდრე სხეულის ტკივილი.”

იხილეთ ინეტრვიუ:

onalem

ტესტ