განგაში კვიპროსზე ორი 11 წლის ბავშვის გატაცების გამო
ლარნაკას დაწყებითი სკოლის ორი მე-6 კლასელი მოსწავლე სამშაბათს, დილის 7:45 საათზე გაიტაცეს.
ამჟამინდელი ჩვენებებიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილია 50-დან 60 წლამდე, 1.70-1.75 მეტრის სიმაღლის მამაკაცი.
იმავე ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი, რომელიც ნაცრისფერ ავტომობილს მართავდა, ბავშვებს მასწავლებლად გაეცნო, სთხოვა მათ, რომ დახმარება სჭირდებოდა რაღაცაში, ჩასვა ისინი მანქანაში და წავიდა.
პოლიცია მთელი ძალებით ჩართულია გატაცებული მოსწავლეების საპოვნელად. ცნობილია, რომ ბავშვები ერთმანეთის მეგობრები არიან და წარმოშობით ორივე ბერძენია. იხილეთ ვიდეო: