ევროზონის ქვეყნებს შორის საბერძნეთში ავარიების შედეგად 15-29 წლამდე ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

როგორც აღმოჩნდა, საბერძნეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის, 1 სულზე სიკვდილიანობის  მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. მაჩვენებელი ეხება 15-29 წლამდე ასაკის მძღოლებს, რომლებიც ავტოავარიების შედეგად იღუპებიან.

საბერძნეთის სატრანსპორტო ინჟინერიის ინსტიტუტმა კონფერენციაზე საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს მიერ (ETSC), საგზაო უსაფრთხოების ინსტიტუტთან ერთად. კონფერენციაზე ისაუბრეს, თუ რა გზებით შეიძლება აიმაღლოს საზოგადოებამ ინფორმირებულობის დონე. ასევე, განიხილეს ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროების საკითხი.

სამწუხაროდ, საბერძნეთში , ახალგაზრდა ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, იღუპებიან ავარიებში, არასაკმაირისი გამოცდილებისა და ცოდნის გამო.

melano

ტესტ