ათენი: “ევანგელისმოს” მეტროსადგურის რელსებში გუშინ ღამით მამაკაცი ჩავარდა!
აღნიშნული მიზეზით კვირას ღამით ათენის ორი მეტროსადგური დაიკეტა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყო.
კერძოდ, გუშინ ღამით, დაახლოებით 22:15 საათზე, “ევანგელისმოს” მეტროსადგურში სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს, რათა რელსებში ჩავარდნილი მამაკაცი ამოეყვანათ.
მამაკაცის ასაკი დაახლოებით 65-70 წელია. ზუსტი მიზეზები, თუ რატომ ჩავარდა ის მატარებლის სამოძრაო ადგილას, უცნობი რჩება, თუმცა, სამართალდამცავები მუშაობენ თვითმკვლელობის ვერსიაზე.
ის დაშავდა, მაგრამ ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.
მეტრო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში!