ექსკლუზივი: ერისიონი ათენში ჩამოდის 70 წევრით. პროექტში ჩართულია Mad, Skai Tv, Ant1, Star

ათენში მოღვაწე ქართველი ორგანიზატორის, ავთანდილ კაკაბაძისა და ბერძნული ტელევიზიის, MAD-ის ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე, ქართული ანსამბლი, ერისიონი, 24 ივნისს, 70 კაციანი შემადგენლობით, ათენში ჩამოდის!

ორგანიზატორების თქმით, დარბაზი იქნება ოლიმპიური სიდიდის და ჯამში 15.000-მდე მაყურებელს ელიან!

2 საათის განმავლობაში პროფესიონალურ სცენაზე ერისიონი წარადგენს პლანეტაზე ანალოგის არმქონე ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კოსტიუმებით, ქართული ხასიათით და ბუნებით.

ამ უდიდეს ღონისძიებაზე თავს მოიყრის ყველა ქვეყნის ელჩი, ბერძენი პოლიტიკოსები და ცნობილი ბერძენი და ქართველი ტელევარსკვლავები. კონცერტი გაშუქდება ბერძნული ტელევიზიების მიერ (MAD,SKAI,Ant1,Alpha), ასევე ინტერნეტ პორტალებსა და გაზეთებში (Lifo, Proto Thema, Newsbeast, Newsbomb, Newsit და ა.შ).

ბილეთები გაიყიდება viva.gr-ზე და ჩვენი საიტის მეშვეობით! ბილეთის ფასი 10 ევროდან იწყება!

გსურთ, რომ ბილეთები დაჯავშნოთ? შეავსეთ აღნიშნული ფორმა და მიიღეთ 15% ფასდაკლება ბილეთებზე: