fbpx
საბერძნეთი

კილოდსაროღლუ: ეგეოსის კუნძულები ოკუპირებულია – 2019 წელს მე მათ უკან ჩავიგდებ

თურქეთის პარლამენტის მეორე პარტიის ლიდერმა კემალ კილიდსაროღლუმ ტონს აუწია და თქვა რომ ბერძნული კუნძულები ოკუპირებულია ბერძნების მიერ და როდესაც 2019 წელს მას აირჩევენ თურქეთში, ამ კუნძულებს უკან ხელში ჩაიგდებს.

კემალი თურქეტის პრეზიდენტს, ერდოღანს ადანაშაულებს და ამბობს რომ ფაქტიურად მან ბერძნებს აჩუქა კუნძულები და ამაზე ხმას არ იღებს.

ეგეოსის კუნძულები ჩვენ წინაა, თუმცა, ბერძნებისგანაა ოკუპირებული. დიახ თანამებრძოლეებო. ისე გაბედეს რომ ფსერიმოს კუნძულზეც კი მივიდნენ ბერძნები. ოთხი კილომეტრის დაშორებით თან თურქული ტერიტორიებიდან. ბევრჯერ შევეკითხე ერდოღანს: ამ კუნძულებზე ჩვენ უფლებები არ გვაქვს? თუმცა ის ხმას არ იღებს. ყველაფერზე ლაპარაკობს გარდა ამ თემისა.

ბატონო ერდოღან, ვისია ფსერიმოს კუნძული? ჩვენი? მათი? იქნებ ბერძნებს მიყიდეთ? რა მოხდა ბოლოს და ბოლოს?

შენ აჩუქე ბერძნებს ეს კუნძულები. მე პირადად გამოვედი და ვთქვი რომ ეს კუნძულები ჩვენია თუმცა ბერძენმა თავდაცვის მინისტრა მიპასუხა “მოლონ ლავე!”. მე ვუთხარი რომ კარგი, 2019 წელს მთავრობაში მოვალ და ამ კუნძულებს უკან ხელში ჩავიგდებ. ზუსტად ისე როგორც კვიპროსი ჩაიგდო ეძებიტმა.