fbpx
საზოგადოება

ძლიერი სიცხე დღეს და ხვალ მთელი საბერძნეთის მასშტაბით!

სინოპტიკოს იანის კალიანოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ მთელი საბერძნეთის მასშტაბით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

მისი განცხადებით, ივლისი ძლიერი სიცხეების თვეა და დღეები, როდესაც ჰაერი 40 გრადუსამდე გათბება, სულ უფრო ხშირად იქნება.

სინოპტიკოსი აფრთხილებს ბავშვებს, მოხუცებს და მათ, ვინც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ცხელი დღეების მიმართ, ნუ გაატარებენ გარეთ შუადღის საათებში დიდ დროს.

ათენი

კვირა – 39-40 გრადუსი

ორშაბათი – 38-39 გრადუსი

თესალონიკი

კვირა – 35-36 გრადუსი

ორშაბათი – 33-34 გრადუსი

onalem

ტესტ