fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

ძლიერი მიწისძვრა ლესვოსზე: დაფიქსირებულია დიდი ზარალი

ადგილობრივი დროით 15:28 საათზე კუნძულ ლესვოსზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. რიხტერის სკალით მისმა ძალამ 6,1 ბალი შეადგინა. მიწისძვრამ კუნძული ძალიან დააზარალა.

საბერძნეთის გეოდინამიკურმა ინსტიტუტმა დაადგინა, რომ (6,1-6,3 ბალი) მიწისძვრის ეპიცენტრი ლევოსსა და ხიოსს შორის საზღვაო ტერიტორიაზე იყო. ცნობილია, რომ პლომარი განადგურებულია.

მიწისძვრის ეპიცენტრი პლომარიდან 16 კილომეტრში იყო, ხოლო მისი სიღრმე 10 კილომეტრია. პირველი ძვრებიდან 5 წუთის შემდეგ, ბიძგი განმეორდა და მისმა ძალამ 4,5 ბალი შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ უკვე გააგზავნა კუნძულზე სამაშველო ჯუფები და გაიცა ბრძანება სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, ზარალის შესაფასებლად.

onalem

ტესტ