fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

დონალდ ტრამპი ”მწვანე ბარათის” ლატარიის გაუქმებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიზის გათამაშება ამერიკაში საზოგადოების ყველაზე ცუდი წარმომადგენლების შეღწევას უწყობს ხელს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება.

“ის ხალხი, ვისაც საკუთარ ქვეყნები ნაგავში ყრიან, ჩვენთან ლატარიის წყალობით ჩამოდიან”-აცხადებს დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ტერორისტებმა გასული წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ორი თავდასხმა განახორციელეს. მისივე თქმით, პირველი ტერორისტი ქვეყანაში ე.წ. ჯაჭვური მიგრაციის დახმარებით ჩავიდა, ხოლო მეორე – სავიზო ლატარიის გამარჯვების წყალობით.

ტრამპი კვლავ აღნიშნავს, რომ ლატარიის გაუქმება აუცილებელია.

onalem

ტესტ