fbpx
საზოგადოება

ბერძენი მსახიობი კეტი პაპანიკუ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბერძენი მსახიობი კეტი პაპანიკუ, კიბოსთან ბრძოლის შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პაპანიკუმ დრამის ეროვნული თეატრი წარმატებით დაამთავრა, სადაც უამრავი გამოჩენილი ადამიანი ასწავლიდა. ამავდროულად სწავლობდა ათენის კონსერვატორიაში.

მას მიღებული აქვს მონაწილეობა 50-ზე მეტ ფილმში: დრამატულ, კომედიურ, სათავგადასავლო ჟანრის და ა.შ. 1990 წელს მან მიიღო ჯილდო ფილმისთვის ”“Ante Geia”. ასევე თამაშობდა რამდენიმე სასტელევიზიო სერიალში.

მსახიობი სიკეთითა და პროგრესული იდეებით გამოირჩეოდა. ის საკუთარ ხელფასს გაჭირვებულ ოჯახებს სთავაზობდა. უფრო კონკრეტულად კი, ის ოფიციალურად, სახელმწიფო შემოსავალს, რომელიც 600 ევროს შეადგენდა, ურიცხავდა მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდა.

onalem

ტესტ