fbpx
საბერძნეთი

ციპრა: ”ნანახით შოკირებულნი ვართ და მზად ვართ ზარალი ავანაზღაუროთ”

საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრა მანდრაში ჩავიდა და  წყალდიდობისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. პრემიერთან ერთად იყვნენ ატიკის გუბერნატორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სამოქალაქო დაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ციპრამ ელევსინაში სხდომა ჩაატარა.

”ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვქონდა გვენახა, თუ რა შედეგები მოიტანა კატასტროფამ. ნანახით შოკირებულნი ვართ. ცხადია ეს უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, პრობლემა ინფრასტრუქტურის დეფიციტსა და სივრცით დაგეგმარებაშია. არა მხოლოდ დასავლეთ ატიკაში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. დაე, მხოლოდ ეს ხალხი იყოს ის, ვინც დავკარგეთ. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მომავალში აღარასოდეს დავდგეთ მსგავსი პრობლემის წინაშე.

შეხვედრაზე მატერიალურ ზარალზე ვსაუბრობთ, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება და მაშველები მათ ძებნას აგრძელებენ. იმედი გვაქვს, მათ ცოცხლებს ვიპოვით და გარდაცვლილთა რიცხვი აღარ გაიზრდება.

მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ მატერიალური ზარალი ავანაზღაუროთ და ზიანი აღდგეს. მოსახლეობას აღუდგება წყალგაყვანილობა. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ვიმედოვნებ, რომ მთავრობის მუშაობას საუკეთესო შედეგი ექნება. ხალხმა ოჯახის წევრები დაკარგა, თითოეული მსხვერპლი კი ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ვფიქრობ ამის ფონზე, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. ნება მომეცით განვაცხადო, რომ მზად ვართ, ათწლეულის პრობლემის დასაძლევად.”

onalem

ტესტ