fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნულმა უნივერსიტეტმა ვლადიმერ პუტინი დააჯილდოვა

ბერძნულმა უნივერსიტეტმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის საელჩოში ორშაბათს გამართულ ცერემონიაზე დააჯილდოვა.

თრაკის დემოკრიტუს უნივერსიტეტის რექტორის, სტავროს ტუპულიდის განცხადებით, პუტინს ჯილდო თავისი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა, რომელიც რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებისთვის მიუძღვის.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი შეუწყო რუსეთსა და საბერძნეთს შორის მშვიდობის, თანამეგობრობისა და მართლმადიდებლური სულის შენარჩუნებას, რაც ორივე მხარისთვის სარგებლისმომტანი ურთერთობის დამყარების წინაპირობა გახდა.

ჯილდო რუსეთის ელჩმა საბერძნეთში ანდრეი მასლოვმა მიიღო და უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა, რუსული კულტურისა და ენის პოპულარიზაციისთვის.

მასლოვმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტში რუსული ცენტრი მოსკოვთან თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა და ის 2018 წელს გაიხსნება.

onalem

ტესტ