fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მასწავლებელმა 9 წლის მოსწავლე კლასში ჩაკეტა და სახლში წავიდა

ინციდენტი კუნძულ როდოსზე მოხდა. დაკავებულია დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, რომელმაც 9 წლის ბავშვი საკლასო ოთახში სრულიად მარტო ჩაკეტა და სახლში წავიდა.

ამის შესახებ საჯაროდ ცნობილი მშობლების საჩივრის შემდეგ გახდა. როგორც ბავშვმა მათ უთხრა, მასწავლებელმა იმ დღეს მოსწავლეებს განუცხადა, რომ სამამდე დაითვლიდა და ვინც ამ დროში საკლასო ოთახიდან არ გავიდოდა, იქ დატოვებდა და კარს ჩაკეტავდა… და ასეც მოიქცა.

9 წლის ბავშვმა კლასიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგნით ჩაკეტილი აღმოჩნდა. მცირეწლოვანი 20 წუთის მანძილზე ითხოვდა დახმარებას და შემდეგ ფანჯრიდან გადახტომაც სცადა, რადგან ძალიან შეეშინდა.

გარკვეული დროის შემდეგ, მისი ხმა გერმანულის მასწავლებელმა გაიგო და ბავშვი მაშინვე კლასიდან გამოუშვა.

ქალმა პროკურორს განუცხადა, რომ მცირეწლოვანი მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩაკეტა, თანაც ისე, რომ ვერც კი მიხვდა, რომ შიგნით იყო დარჩენილი.

onalem

ტესტ