fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

ბერძნული Master Chef-ის გამარჯვებული ლაბროს ვაკიაროს გახდა

გუშინ საღამოს ბერძნული Master Chef-ის გამარჯვებული ლაბროს ვაკიაროს გახდა. ლაბროს და კონსტანტინოს ციაციოს თამაშის ბოლო ორი შეფმზარეული იყვნენ.

როგორც ცნობილი გახდა, რეგისტრაცია 4.500 ადამიანმა გაიარა გადაცემაში რომ მიეღოთ მონაწილეობა. 4.500 რეგისტრაცია 20 ადგილისთვის.

ჟიურის წევრები ცნობილი შეფები არიან: დიმიტრის სკარმუცოს, პანოს იოანიდის და სოტირის კოდიზას.

გამარჯვებულმა 50.000 ევრო მოიგო. რა თქმა უნდა მისი გამარჯვება აქ არ მთავრდება. დილის გადაცემები ლაბროსთან თანამშრომლობას შეეცდებიან.

თუ გავიხსენებთ წინა master chef-ის გამარჯვებულის, აკის პეტრეძიდის კარიერას, ლაბროსაც დიდი მომავალი ელის წინ, თუ სწორე ნაბიჯებს გადადგავს მის ცხოვრებაში.