fbpx
მსოფლიო

ევროპული ავიაკომპანია ფრენის წინ მგზავრებს აწონის

ევროპულმა ავიაკომპანია Finnair-მა გადაწყვიტა გამგზავრებამდე ყველა მგზავრს შეატყობინოს, თუ რამდენი აქვთ ზედმეტი წონა. ისინი იმედოვნებენ, რომ ამისთვის დაახლოებით 100-150 ადამიანს დაასაქმებენ და თვითმფრინავში მგზავრთა წონას და მათ ხელბარგს სწორად დააბალანსებენ.

ავიაკომპანიის სამიზნე არ არის ჭარბი წონა, არამედ იმის გაგება, თუ რამდენს იწონის მგზავრი და მისი ხელბარგი, იმისთვის, რომ თვითმფრინავში სწორად გადაანაწილონ. საპილოტე პროგრამა გასულ თვეს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

Finnair-ს ნამდვილად სურს, რომ წონის საკუთარი რეკორდი განაახლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2009 წელს უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით მიიღეს.

აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ჩათვალეს, რომ ჭარბწონიანი ადამიანებისთვის ეს პროცესი შეურაცხმყოფელია.

onalem

ტესტ