fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

სიფრთხილით მოეკიდეთ ტექნიკას: 14 წლის გოგონა საკუთარმა მობილურმა იმსხვერპლა

ექსპერტების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონას დენმა დაარტყა, გონება დაკარგა და აბაზანაში დაიხრჩო. ეს ყველაფერი კი მისმა მობილურმა ტელეფონმა გამოიწვია.

კერძოდ, თინეიჯერი აბაზანას იღებდა, რის პარალელურადაც მობილურ ტელეფონში მუსიკა ჰქონდა ჩართული და უსმენდა. ასე ძალიან ბევრი ადამიანი იქცევა მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ არავის უფიქრია, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს უბრალოდ მუსიკის მოსმენა.

ექსპერტები კატეგორიულად აფრთხილებენ მოსახლეობას ნუ მოუსმენენ მუსიკას დასატენად შეერთებული ტელეფონიდან მაშინ, როცა აბაზანას იღებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რუსეთში ზუსტად ამ მიზეზით სამი ადამიანი დაიღუპა, 15 და 12 წლის ბავშვები.

შემთხვევა კვლევის საგანი გახდა. ინჟინრები იუწყებიან, რომ დაუშვებელია მობილური ტელეფონის დასატენად შეერთება სველ წერტილებში.

onalem

ტესტ