fbpx
მსოფლიო

კატასტროფა ინდონეზიაში: ცუნამმა 220 ადამიანი იმსხვერპლა – კადრები წლის შეჭრის მომენტიდან

ინდონეზიაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საბერძნეთის პრეზიდენტი, პროკოპის პავლოპულოსი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

გარდაცვლილია 220 ადამიანი, ხოლო დაკარგულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. ვრცელდება კადრები კონკრეტული ადგილიდან, თუ როგორ წალეკა წყალმა ირგვლივ ყველაფერი და მათ შორის ადამიანებიც.

ქვეყნის კატასტროფის მართვის სააგენტოს ცნობით, შაბათს, ადგილობრივი დროით 21:30–ზე მომხდარი სტიქიის შედეგად ასობით შენობაა დანგრეული.

სპეციალისტები ცუნამის სავარაუდო მიზეზად კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევასა და შემდგომ წარმოქმნილ ბიძგებს ასახელებენ. ვულკანი სწორედ ზონდის სრუტეში, კუნძულებს, სუმატრასა და ჯავას შორის მდებარეობს.

დამანგრეველმა ტალღებმა საცხოვრებელი სახლები წალეკა, ავტომობილები ამოატრიალა და ხეები წააქცია.

სტიქიის შემდეგ სოციალურ მედიაში დრამატული კადრები გავრცელდა. ერთ–ერთი ვიდეო Tanjung Lesong–ის სანაპიროზე, ადგილობრივი ბენდის კონცერტზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ შევარდა ტალღა საკონცერტო სივრცეში და სცენა დაანგრია. სტიქიის შედეგად დაკარგულებს შორის ბენდის წევრებიც არიან.

https://www.facebook.com/ChannelNewsAsia/videos/607731933016083/

ოფიციალური პირები ზონდის სრუტის გარშემო მცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებენ, სანაპირო ზოლიდან მოშორებით დარჩნენ. საგანგებო გაფრთხილება ადგილზე 25 დეკემბრამდე იმოქმედებს.

კრაკატაუს ვულკანი ერთ–ერთია 127 აქტიურ ვულკანს შორის, რომელიც ინდონეზიაში მდებარეობს.

ცუნამი ქვეყანას მიმდინარე წლის სექტემბერშიც დაატყდა. მაშინ ტალღები 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა. მაშინ მსხვერპლის რიცხვმა 2 000–ს გადააჭარბა.

onalem

ტესტ