fbpx
კულტურა

”ბერძენი იმიგრანტის” ქანდაკება მონრეალში

30 ივნისს ქალაქ მონრეალში ემოციურ მოვლენას ჰქონდა ადგილი – ჯენ-ტალონის ქუჩაზე ”ბერძენი იმიგრანტის” ქანდაკება გახსნეს.

ქანდაკება ცნობილ სკულპტორს, ათენის ხელოვნების სკოლის პროფესორს, გიორგოს ჰულიარასს ეკუთვნის. ”დედა, მამა და შვილი, ჩემოდნებით ხელში” და უკან კარიბჭე. ეს ყველაფერი მათი ახალ სამყაროში შესვლის სიმბოლოა.

ქანდაკების გახსნა სამი ორგანიზაციის ძალისხმევითა და კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხდა: მონრეალისა და საბერძნეთის თანამეგობრობის, მონრეალში ბერძენ ქალთა ლიცეუმის და კვებეკის ბერძნული კონგრესის თანამშრომლობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გამოჩენილი ადამიანები: დენის კოდერი, მონრეალის მერი და კვებეკისა და მონრეალის კიდევ მრავალი მაღალჩინოსანი.

onalem

ტესტ