fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

ბერძენ მეთევზეთა სასოწარკვეთილება: ზღვის პროდუქტზე მოთხოვნა 60%-ით შემცირდა

სარონიკის ყურეში მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ შედეგები სწრაფად გამოიღო. მას შემდეგ, რაც ტანკერი ჩაიძირა, ნავთობი გავრცელდა ათასობით კილომეტრზე და ატიკის სანაპიროებსაც მიაღწია.

ბერძენ მეთევზეთა განცხადებით, კატასტროფამ ისინი ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად გაანადგურა, ვინაიდან ნავთობმა წყლის სიღრმეში ჩააღწია. SKAI-ს ინფორმაციით, ზღვის პროდუქტზე მოთხოვნა უკვე 60%-ით შემცირდა.

Alpha კი იტყობინება, რომ ჩვეულებრივ სათევზაოდ ყოველ დილით 500-ზე მეტი ნავი გადიოდა, ახლა კი მხოლოდ 20 გადის. მიკროლიმანის (პირეოსი) ტერიტორიიდან 50 ნავიდან მხოლოდ 2 გავიდა.

”ვინ იყიდის ”ნავთობიან თევზს”?” ამბობს ერთ-ერთი მეთევზე ატიკის რეგიონიდან. წყლის დაბინძურების გამო თევზებმა ”დატოვეს” პირეოსის, ვარკიზას, ალიმოს, ფალიროსა და გლიფადის ტერიტორიაც.

ჯანდაცვის მინისტრი ანდრეას ქსანთოსი აცხადებს, რომ მოსახლეობამ ამ ადგილებში ცურვისგან და თევზაობისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაბინძურებამ მომავალში შესაძლოა კვების სფეროზეც მოახდინოს გავლენა. ამიტომ ექსპერტებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ გარემოს დაბინძურების ხარისხი.

onalem

ტესტ