fbpx
საზოგადოება

ავარია ომონიის ცენტრში: მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზული ავარია დღეს საღამოს ომონიის ცენტრალურ გზაზე მოხდა.

კერძოდ, აგიოს კონსტანტიონოს N2-თან მდებარე გზაზე, მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა და რამდენიმე მეტრზე გაათრია.

ავარიის სერიოზულობის მიუხედავად, ათენის საგზაო პოლიციის განცხადებით, დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ავარიამდე პანეპისტიმიუს ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობა შეინიშნებოდა და პოლიცია სიტუაციის განმუხტვად ცდილობდა.

თვითმხილველთა თქმით, ინციდენტის შემდეგ აღნიშნული გზა დროებით დაიკეტა და მათ ადგილზე სისხლის კვალი ნახეს.

 

onalem

ტესტ