fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის მუნიციპალიტეტი თისიოზე ხელნაკეთი ნივთებით ვაჭრობას კრძალავს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ტერიტორიაზე, თისიოზე, ათენის მუნიციპალიტეტი გარე ვაჭრობას კრძალავს.

ხელოვანებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს გარეთ ყიდიან, მოუწევთ თავიანთი საქონელი ვიქტორიის მოედანსა და კერამიკოს სადგურთან გადაიტანონ. ეს კი ძალიან შორია იმ ადგილებიდან, სადაც ტურისტები ყოველდღიურად მოძრაობენ.

პოლიცია ადგილზე გუშინ მივიდა და იქ მყოფებს შეატყობინა, რომ ტერიტორია უნდა დატოვონ.

ისინი ათენის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილებას 2018 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ აპროტესტებენ.

ბევრი ადამიანისთვის აღნიშნული სახის ბაზარი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა.

“ჩვენი აქ ყოფნით ტერიტორია ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებისგან გაიწმინდა,” აცხადებენ გარემოვაჭრეები, “ჩვენ ისტორიული ცენტრის ნაწილი ვართ.”

onalem

ტესტ