fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის აეროპორტი: აფრენილი თვითმფრინავი რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა

დღეს დილით ათენის აეროპორტიდან, Aegean Airline-ს თვითმფრინავს ათენი-ვენას რეისი უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი აფრინდა, თუმცა, რამდენიმე წუთში გაიცა ბრძანება, შეეცვალა დანიშნულების ადგილი და დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებულიყო.

ფრენისას პილოტმა განაცხადა, რომ არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემა, რომლის გამოც ვენაში მშვიდობიანად ჩასვლა, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდებოდა.

სწორედ ამიტომ, მან გასცა ბრძანება, Airbus A300 ათენის აეროპორტში დაბრუნებულიყო.

ასეც მოხდა, მათ კურსი შეცვალეს და თვითმფრინავი ათენში პრობლემის გარეშე დაეშვა.

როგორც ცნობილია, დაზიანება სანავიგაციო სისტემაში აღინიშნება, რომლის მოგვარებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნულ მომენტში, ფრენის გადადებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

onalem

ტესტ