fbpx
კრიმინალი

ათენი: პოლიციამ 8 უცხოელი ქალი და საბერძნეთის 5 მოქალაქე დააკავა!

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრში, მესინიასა და მიკონოსზე მასშტაბური ოპერაციები ჩაატარა. ტრეფიკინგის ბრალდებით საერთო ჯამში დაკავებულია 13 ადამიანი. მათ ბრალად ედებათ საბერძნეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანა და მათი სექსუალური ექსპლუატაცია.

პოლიციის ინფორმაციით, ისინი მინიმუმ ბოლო სამი წლის მანძილზე მოქმედებდნენ. დაკავებულებიდან 8 უცხოლი ქალია, ხოლო 5 ბერძენი. აღსანიშნავია, რომ საქმეშია კიდევ 12 პირი, 10 მამაკაცი და 2 ქალი, რომელთაც ეძებენ.

ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარგ საცხოვრებელსა და სამუშაო პირობებს სთავაზობდნენ, შემდეგ საბერძნეთში მოჰყავდათ და პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ მინიმუმ 25 ქალი ემსხვერპლათ, რომლებსაც ბოლო 6 თვის მანძლზე სხვადასხვა სასტუმროებში “ამუშავებდნენ.”

პოლიციამ ამოიღო მობილური ტელეფონები, მანქანა, დიდი რაოდენობით თანხა და ასევე დოკუმენტები, რომლებიც ქორწინებას ადასტურებდნენ.

დაკავებულთა ეროვნება ცნობილი არ არის.

 

onalem

ტესტ