fbpx
საზოგადოება

ალექსანდრუპოლი: ყოფილმა მღვდელმა თავის სახლში “ეკლესია” მოაწყო და წირვასაც ატარებდა!

პოლიციამ ყოფილი მღვდელი კვირას დილით დააკავა და მისი ბინა 30-მდე ადამიანს დაატოვებინეს.

ყოფილ თვითმარქვია არქიმანდრიტს 19 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მან თავის ბინაში არალეგალურად მოაწყო ეკლესია და წირვას ატარებდა, ეს ადგილი რელიგიურ კლუბად ფუნქციონირებდა.

მისი დაკავების დროს, კლუბის თავმჯდომარის 39 წლის მოადგილემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, რის გამოც ისიც დააპატიმრეს.

41 წლის ყოფილ მღვდელს საეკლესიო ორგანოები ბრალს სდებდნენ კურთხევასა და საკუთარი სიამოვნებისთვის ქალთა გამოყენებაში.

მას შემდეგ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან ის თავის თანამოაზრეებსა და ნათესავებს მიუთითებდა, რომ მიტროპოლიტის მიმართ სალანძღავი ლოზუნგების შემცველი პლაკატებით ევლოთ და კედლებზეც გაეკრათ.

მისი სახლში ხატები, ჯვრები, ჭურჭელი, დიდი რაოდენობით თანხა, 30 ოქროს გირვანქა და მრავალი ოქროს სამკაული ამოიღეს.

41 წლის კაცს ასევეე აღმოჩინეს გაზისა და პლასტმასის იარაღები.

ის დაპატიმრებულია ტაძრის ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის.

onalem

ტესტ