fbpx
საზოგადოება

აფრიკის მტვერი კრეტაზე – მოსახლეობა ნიღბებით დადის, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა!

კრეტას თავს აფრიკის მტვერი დაატყდა, რომელიც კუნძულზე ქარის მეშვეობით მოხვდა. ეს ყველაფერი პროგნოზირებული იყო და ინფორმაცია, რომ კუნძულზე მსგავსი ფენომენი იყო მოსალოდნელი, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სწორედ ამიტომ, მოსახლეობა იძულებულია ნიღბებით გადაადგილდეს. შუადღისას სიტუაცია განსაკუთრებით მძიმდება და უამრავი ადამიანი გარეთ გასვლას თავს არიდებს.

ზოგიერთი მათგანი სპეციალური სასუნთქი ნიღბითაც კი დადის, რათა მახრჩობელა ჰაერს გაუძლოს. მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მათ, ვისაც აქვთ სუნთქვასთან, გულსისხლძარღვთა და ალერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, ურჩევს, გარეთ საერთოდ არ გავიდნენ.

უამრავი ადამიანი აფრიკული მტვერის გავლენით გამოწვეული პრობლემებით საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

onalem

ტესტ