fbpx
საბერძნეთისხვადასხვა

ადგილები ატიკაში, სადაც ცურვა აკრძალულია

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა განახლებული ინფორმაცია ატიკაში იმ სანაპიროების შესახებ, რომლების სტუმრობაც დიდ ზიანს მოგაყენებთ. ეს არის პლაჟები, რომლებზეც დაფიქსირებულია ყველაზე ცუდი ხარისხის ზღვის წყალი.

კერძოდ, ცურვა აკრძალულია: ყველა პორტში, მუდმივ ნავსადგომებში, წყლებში, სადაც დგას გემები სარემონტო სამუშაოებისთვის და კიდევ:

პირეოსის პორტის მთელ ტერიტორიაზე (დასაწყისიდან დასასრულამდე).

სკარამანგასა და ასპროპირგოსის სანაპიროებზე.

Λιμάνια Σκαφάκι, Σταυρού της Ακτής Θεμιστοκλέους, στο λιμανάκι της Σχολής Δοκίμων (100 m) -ის რეგიონებში  Κέντρου MIRAMARE-მდე.

მიკროლიმანუს დასაწყისიდან ქსირუტაგარუს წყლებამდე.

ლავრიოს პორტის ტერიტორიაზე, გამოკლებით ხელმისა და თორიკუს რეგიონისა.

რაფინას პორტში და ნავმოსადგომებთან ახლოს.

ნეა მაკრისა და მარათონას რეგიონებში, სადაც განლაგებულია ბიოლოგიური გაწმენდის სადგურები.

მდინარე ასოპუს წყლებში.

ჯანდაცვის სამინისტრო ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვს მყისიერ რეაქციას და შესაბამისი ზომების მიღებას, პროფილაქტიკისთვის. ასევე აუცილებელია სანიტარული წესების დაცვა (გასახდელებში, ტუალეტებში, საშხაპეებში) და სანაგვე კონკეინერების დადგმა.

აუცილებელია ცურვისთვის უვარგი სანაპიროებზე შესაბამისი ნიშნების დადგმა.

onalem

ტესტ