fbpx
საბერძნეთი

“ან ვიკეთებთ ვაქცინას და ვიხსნით პირბადეებს ან ვირუსის მე-4 ტალღა გველის” – პროფესორთა მიმართვა მოსახლეობას

საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, გიგას მაიორკინი ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან აცხადებს, რომ საბერძნეთში ორი არჩევანი გვაქვს: ან ვიკეთებთ ვაქცინას და შესაბამისად, პირბადეებს ვიხსნით, ან სულ მალე კორონავირუსის მე-4 ტალღასთან მოგვიწევს გამკლავება, შესაძლოა 2021 წლის შემოდგომაზეც კი.

ამ დროისთვის საბერძნეთში 6 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და როგორც პროფესორი ამბობს, ზაფხულისთვის ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ორივე დოზით აცრილ მოქალაქეთა რაოდნეობა მხოლოდ 2,3 მილიონს უდრის, რაც ნიშნავს, რომ 10-დან 9 ადამიანი არ არის ვაქცინირებული და ეს საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტია.

“ამ ზაფხულს ვაქცინაცია უნდა დავასრულოთ, რომ უკეთესი ზამთრისთვის მოვემზადოთ. თუ კანონზომიერება არ გვექნება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. 

ახლა უმთავრეს მიზნად რჩება 20-დან 39 წლამდე ადამიანების ვაქცინაცია, რადგან ისინი არიან ვირუსის გავრცელების მთავარი წყაროები, მეტად გადაადგილდებიან და შედიან კონტაქტში ერთმანეთთან. ამიტომ ზაფხულში უნდა ვიჩქაროთ და უნდა აიცრას ამ ასაკის ხალხი. თუ მივაღწევთ 70%-80%-იან ბარიერს, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. 

თუ ამ ყველაფერს ვერ მივაღწევთ, გარანტინირებულია ზამთარში ან შემოდგომაზეც კი, ვირუსის მე-4 ტალღა. ამრიგად, ან ვიკეთებთ ვაქცინას და ვიხსნით პირბადეს ან კვლავ იგივე მდგომარეობას უნდა გავუმკლავდეთ,” აცხადებს მაიორკინი.

onalem

ტესტ