fbpx
საბერძნეთი

3 დღიანი ბრძოლის შემდეგ ხანძარი ათენის ჩრდილოეთით კონტროლირებადია

ჩრდილოეთ ათენში ძლიერი ხანძარი 3 დღის მანძილზე მძვინვარებდა და შედეგად ტყის დიდი მასივი და ათობით სახლი განადგურდა. ახლა არსებობს მზარდი ოპტიმიზმი, რომ ალი საბოლოოდ კონტროლირებადია.

დღეს დილით კალამოსისა და კაპანდიტის ტერიტორიებზე ცეცხლი აღარ შეინიშნებოდა , თუმცა, მეხანძრეები მაინც მუშაობდნენ, რათა ხანძრის ხელახალი გაღვივება თავიდან აეცილებინათ.

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის გენერალურმა მდივანმა, იანის კაპაკისმა განაცხადა, რომ კალამოსის სანაპირო ზოლში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი საბოლოოა. ცეცხლი არ გავრცელებულა ახლოს მდებარე სამ ქალაქში. მოსალოდნელი იყო მინიმუმ 20 სახლისა და ასობით ჰექტარი ფიჭვის ტყის განადგურება.

საბერძნეთი სამშაბათს ევროპის სხვა ქვეყნებისგან ითხოვდა დახმარებას, ხანძრის ჩასაქრობად.

კვირის შემდეგ, საბოლოო ჯამში, საბერძნეთის მასშტაბით 146 ხანძარი გაჩნდა. მათ შორის, დასავლეთ პელოპონესში, ქალაქ ამალიანდას მახლობლად და კუნძულ ზაკინთოზე.

onalem

ტესტ