fbpx
საბერძნეთი

სკოლის პირველი დღე და შემაშფოთებელი შედეგი – გამოვლინდა 15.000-სზე მეტი ინფიცირებული ბავშვი და მასწავლებელი

დღეს სკოლების გახსნის პირველი დღეა და ინფიცირებულთა რიცხვი, რომელიც თვითტესტირების შედეგად გამოვლინდა, შემაშფოთებელია.

ირკვევა, რომ მხოლოდ გუშინ ჩატარებული სელფ-ტესტების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 15.547 შემთხვევა გამოვლინდა, ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის.

ფაქტობრივად, არც ამ ბავშვებმა და არც მასწვალებლებმა არ იცოდნენ, რომ ვირუსის მატარებლები იყვნენ, ამიტომ განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ რომ არა სწორი მიდგომა სკოლების გახსნის მიმართ, თითოეული ეს შემთხვევა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ ინფიცირებულს გამოიწვევდა. თვით-ტესტირება გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდა და ახლა ყველა მათგანის იზოლაცია მოხდება, პრევენციული მიზნებით.

როგორც ცნობილია, მოსწავლეებს სკოლებში სიარულის პერიოდში მოეთხოვებათ თვითტესტირების კვირაში სამჯერ ჩატარება.

onalem

ტესტ