fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სანაპიროზე 200 კილოგრამიანი ზვიგენი გამოჩნდა

იშვიათი მოვლენა პატრაიკოს ყურეში დაფიქსირდა, როდესაც 200 კილოგრამიანი ზვიგენი მეთევზის დიდ ბადეში გაება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეთევზემ ზვიგენი მესოლოგსა და ალიკეს შორის “დაიჭირა”.

ალიკეს ნავსადგურის ხელმძღვანელმა, ნიკოს ხალიოტისმა გააკეთა განმარტება, რომლის მიხედვითაც ზვიგეინი ყურის იმ წერტილში დაიჭირეს, სადაც წყლის სიღრმე 130 მეტრია.

ამ სახის ზვიგენს მელიას უწოდებენ, რადგან უჩვეულოდ გრძელი კუდი აქვს.

პატრაიკოს ყურეში ზვიგენები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩნდებიან.

ის ერთ წელიწადს ალიკეს პორტშიც შენიშნეს.

onalem

ტესტ