fbpx
საქართველო

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური.

საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში  სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ექნებათ PCR–ტესტის პასუხი,  ისინი საკარანტინე სივრცეში გადავლენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დადგენილი წესების დაცვისკენ – პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და თავყრილობებისგან თავის არიდება.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე იმსჯელა კლინიკებში არსებულ სიტუაციაზე. დღეისთვის ქვეყანაში მინიმუმ 4 ათასი საწოლია მობილიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით კიდევ უფრო აქტიური მუშაობა დაევალა, რათა ჰოსპიტალურ სექტორში  პაციენტების მისაღებად დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი იყოს მზადყოფნაში.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა,  რომ კლინიკური მართვის ახალი მოდელი იძლევა საშუალებას, აუცილებლობის შემთხვევაში საწოლების საჭირო რაოდენობა არსებობდეს, რამდენადაც, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში ან ე.წ. „კოვიდ–სასტუმროებში“, ხოლო მძიმე პაციენტები რჩებიან სტაციონარში.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლებასა და პედაგოგებისა და მოსწავლეების ინფიცირების საკითხს, ჯანდაცვის უწყების  ინფორმაციით,  თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებები, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე,  ოპერატიულად, ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღება.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1194-ით გაიზარდა და 19857–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158.

 

 

onalem

ტესტ