fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში და გაფრთხილება მოსახლეობას

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ არის ქვეყნის რამდენიმე რეგიონი.

მომდევნო 48 საათის მანძილზე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი ეგეოსის კუნძულებზე, დოდეკანესის კუნძულებსა და კრეტაზე.

ირკვევა, რომ კრეტა უხვმა ნალექმა უკვე დააზარალა. დატბორილია გზები, ასევე სახლები და შექმნილია ელექტრო ენერგიის მიწოდების პრობლემა.

სახანძრო სამსახურმა მიიღო ათობით ზარი, წყლის ამოტუმბვის თხოვნით. ალიკარნასოს ტერიტორიაზე კი მაშველებმა მანქანებში ჩარჩენილი ორი მძღოლი გადაარჩინეს.

ირაკლიო:

onalem

ტესტ