fbpx
კრიმინალი

“ან მე ან არავინ” – ვინ არის ალბანელი, რომელმაც უკრაინელი ქალი და მისი პარტნიორი ნაჯახით მოკლა

ლუტრაკში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საბერძნეთი შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, ეჭვმიტანილია ალბანელი მამაკაცი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. არსებული ცნობებით, მას მკვლელობის ჩადენიდან დაახლოებით 17 საათი ჰქონდა იმისთვის, რომ მიმალულიყო და პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ალბანეთშია გადასული.

ვრცელდება ფოტოც, თუ ვინ არის მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალი და ბერძენი მამაკაცი ნაჯახით მოკლა. დანაშაულის იარაღი ამოღებული არ არის.

ალბანელს ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ქალთან წარსულში და დაშორება ვერ აიტანა, სწორედ ამიტომ სასტიკად დახოცა ორივე.

ირკვევა, რომ ის დაკავებული იყო 2014 წელს ქურდობისთვის, თუმცა, ციხე 2017 წელს დატოვა.

მოკლული ქალის 20 წლის შვილი ამბობს, რომ დედამისს ძალიან ეშინოდა ალბანელი მამაკაცის და განსაკუთრებით იმის გამო, რომ ახალი ურთიერთობა დაიწყო. ნათქვამი ჰქონდა სიტყვები: “ან მე, ან არავინ!” და შეასრულა კიდეც, 10 ოქტომბერს, ქალიც მოკლა და მისი ბერძენი პარტნიორიც, რომელიც სულ ორი კვირის გაცნობილი ჰყავდა.

onalem

ტესტ